Tuesday, August 9, 2011



,,ყველაზე ნიჭიერი’’

1. პროექტის სახელწოდება: ,,ყველაზე  ნიჭიერი’’
2 .პროექტის მოკლე აღწერა: დაწყებითი  კლასების  მოსწავლეების , 5–5  კაციანი  ჯგუფები  შეეჯიბრებიან  ერთმანეთს  ,,ყველაზე  ნიჭიერი’’– გუნდის  გამოსავლენად.
3. პროექტის სრული აღწერა:ჩვენი  და  მეზობელი  სოფლის  დაწყებითი  კლასების(მე–2,მე–3,მე–4)ბაზაზე  შევქმნით  ხუთ  ჯგუფს.თითოეულ  გუნდს  ვარქმევთ  სახელს,თამაში  ჩატარდება  2 – ეტაპად . პირველ  ეტაპზე  თამაშობს  ყველა  გუნდი, მეორე  ეტაპზე  კი  ერთმანეთს  ხვდებიან  I-II ადგილზე  გასული  გუნდები. გუნდების  შეფასებას  აწარმოებს  ჟიური:2 მასწავლებელი, 2მშობელი, 2 მოსწავლე  თვითმმართველობიდან.შეფასება  მოხდება  5 – ბალიანი  სისტემით.ყველა  მონაწილე  დაჯილდოვდება  სიგელით, ხოლო  გამარჯვებულ  გუნდს  გადაეცემა  ფასიანი  საჩუქარი.(სიგელების  და  საჩუქრების  გაცემას  უზრუნველყობს  სკოლის  დირექციები)
4. მონაწილეთა ასაკი: II-III-IV-კლასის  მოსწავლეები
5. ვადები, ხანგრძლივობა: ერთი  კვირა.(მომზადების  პროცესი,საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება). კვირის  ბოლო  ორი  დღე  დაეთმობა  თვითონ  ღონისძიებას. I-დღეს– I ტური,  II-დღეს– ფინალი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მსჯელობა, განწყობის  შექმნა,პრეზენტაცია,აზრის  დასაბუთება.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები  სწავლობენ  ერთმანეთთან  ურთიერთობას,გუნდურ  მუშაობას,  პატივისცემას  სხვისი  აზრის  მიმართ,  უყალიბდებათ  ლოგიკური  აზროვნების  უნარი,ხდებიან  კომუნიკაბელურები.
8. სარგებელი  სხვებისათვის: ღონისძიება  იქნება  ღია  სახის,სკოლის  სხვა  მოსწავლეებს  საშუალება  ექნებათ  დაესწრონ,  მოისმინონ, ისწავლონ  და  გაიგონ.ასევე  ორი  სკოლის  მოსწავლეები  ეცნობიან  ერთმანეთს,ხდებიან  მეგობრები.
9. სამუშაო ენა:  ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კითხვები  არჩეულია  იმ  საგნებიდან, რომელსაც  სწავლობენ  მოსწავლეები: მათემატიკა, ქართული,ბუნება, ხელოვნება, მუსიკა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოსწავლეები, ჟიურის  წევრები, გულშემატკივარი.
12. პროექტის ავტორის სახელი: ნინო  ნინიძე
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: ninoninidze22@gmail.
com
14. პროექტის ფორუმი: 
15.პროექტის ვებ-გვერდი:

ვინ ხარ შენ?

თუკი ამ ქვეყანას მოევლინე, ე.ი.არსებობ!.– არსებობ?–მაშინ  სუნთქავ. როცა სუნთქავ,ე.ი. იწყებ ლაპარაკს.–ლაპარაკობ?–მაშინ სვამ კითხვებს! როცა კითხულობ,ფიქრობ.–ფიქრობ?–ე.ი.ეძებ.––ეძებ?.–პოულობ!–იპოვე?–მაშინ აკვირდები.როცა აკვირდები –სწავლობ.–როცა სწავლობ –იზრდები.–იზრდები?–ანუ მიისწრაფი!თუკი ისწრაფი პოულობ კიდეც.როცა პოულობ – გეეჭვება!–გეეჭვება?–აზუსტებ!დაზუსტებაში გებულობ!–გაიგე?– ე.ი.იცი.–––როცა იცი,გინდა გაიგო მეტი,და თუმეტის გაგება გინდა, შნ ცხოვრობ!